საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ, - იტყობინება BeBasket-ი.
ეს აგრეთვე იქ მომუშავე მწვრთნელებს ეხებათ. წესი იქამდე იმოქმედებს, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება.
ფრანგებმა ამ დღეებში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ფანჯრის წინ შეკრება და სექტემბერში ევრობასკეტისთვის შემადგენლობის შერჩევა დაიწყეს. ფრანგებმა ეროვნულ გუნდში არ მიიწვიეს ლივიო ჟან-შარლი (ცსკა) და ლუი ლიბერი (უნიკსი).
შეკრებაზე გამოძახებულია "რეალის" ყოფილი კალათბურთელი ტომას ერტელი, რომელმაც არაოფიციალური ინფორმაციით, "ზენიტთან" კონტრაქტის პირობები შეათანხმა.