უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო რუსული კლუბები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან. "მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ივარაუდა, რამდენი ხანი იქნებიან რუსები დასჯილები.
"ვფიქრობ, ექვსი წლის შემდეგ ჩვენი ნაკრებები და გუნდები ევროპაში ითამაშებენ. საჭიროა მინიმუმ ორი ციკლი გავიდეს: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი და ევროტურნირები.
დრო უნდა გავიდეს. ამიტომ უდავოა, მინიმუმ 2028 წლამდე ჩვენ არსად არ დაგვაბრუნებენ. ექვსი წელი - ეს ჩვენი ვადაა", - ციტირებს კანჩელსკისს РБ Спорт-ი.
დრო უნდა გავიდეს. ამიტომ უდავოა, მინიმუმ 2028 წლამდე ჩვენ არსად არ დაგვაბრუნებენ. ექვსი წელი - ეს ჩვენი ვადაა", - ციტირებს კანჩელსკისს РБ Спорт-ი.