ანტეტოკუნმპო ესპანელებმა ვერ შეაჩერეს - ბერძნის მეგამატჩი "ლა როხასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს 2 საკვალიფიკაციო თამაშისა და ევრობასკეტის წინ ევროპული საკალათბურთო გიგანტები, საბერძნეთი და ესპანეთი, მზადებას განაგრძობენ.

გუშინ, 9 აგვისტოს, ბერძნებმა ესპანელები 16-ქულიანი სხვაობით, 86:70 დაამარცხეს.

გამარჯვებულთა რიგებიდან "მილუოკი ბაქსის" ლიდერმა იანის ანტეტოკუნმპომ მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა გამართა. NBA-ს ორგზის საუკეთესო კალათბურთელმა მოედანზე 20 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 31 ქულით (9/10 ორქულიანი, 2/3 სამქულიანი, 7/10 საჯარიმო), 10 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ესპანელების მხრიდან "ნიუ ორლეანს პელიკანსის" კალათბურთელმა ვილი ერნანგომესმა 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც
ჩაჭრა დააგროვა.

ბერძნები მსოფლიოს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩს ჯერ 25 აგვისტოს სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ, ხოლო 28-ში ბელგიელებს დაუპირისპირდებიან, 2 სექტემბრიდან კი ასპარეზობას ევრობასკეტზე განაგრძობენ.

იმავე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ესპანელები 24 და 27 აგვისტოს ჩაატარებენ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ჯერ ისრაელს, შემდეგ კი ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან; ევრობასკეტზე კი 1-ელ სექტემბერს ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ 3 სექტემბერს "ლა როხა" საქართველოს ნაკრებს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ისრაელს კი არა მავრიტანიას ხვდებიან
ზვიადი
19:25 10-08-2022
0
" ბერძნის " ?
5

სიახლეები პოპულარული