ევროლიგის მე-8 ტურში "ვირტუსმა" "ვალენსია" 89:59 გაანადგურა.
მოგეხსენებათ, ამ შეხვედრამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიას სანაკრებო პაუზის შემდეგ კოჭი აწუხებდა, რის გამოც იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.
ბოლონიელთა მხრიდან ჯორდან მაიკი 16 ქულით გამოირჩა, კორდინიერმა 15 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება სატურნირო ვითარებას, "ვირტუსი" 4 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით მე-9 პოზიციას იკავებს (ასეთივე რეზულტატი აქვს "ვალენსიასაც").
ქართველი ლეგიონერის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს, "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.