სამი ქართველი ისრაელში 2 მატჩს მოემსახურება

AutoSharing Option
კომისრისა და 2 მსაჯისგან დაკომპლექტებული ქართული დესანტი ამჯერად ისრაელში გადაისხმება. ფიბა-ს არბიტრები – მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და კომისარი მერაბ რატიშვილი, 8 დეკემბერს აღთქმულ მიწაზე საერთაშორისო მატჩებს მოემსახურებიან. აქედან ორი – ვართანოვი და რატიშვილი, ერთ მატჩზე იმუშავებს. ეს გახლავთ ფიბა-ს ქალთა ევროპის თასის ქალაქ რამლაში დაგეგმილი შეხვედრა იმავე სახელის მქონე ადგილობრივ გუნდსა და უნგრულ ნკას შორის. ვართანოვი მოედანზე არბიტრი იქნება, რატიშვილი კი მატჩს მაგიდიდან, კომისრის რანგში მოემსახურება. 

რაც შეეხება კირილე თვაურს, მას სამსაჯოდ იმავე ტურნირის აშდოდში დაგეგმილი შეხვედრა ელის ადგილობრივ
"მაკაბისა" და ლიეტუვურ "კიბირკშტისს" შორის.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

8 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. რამლა (ისრაელი)

რამლა (ისრაელი) – ნკა (პეჩი, უნგრეთი)

კირილე თვაური (მსაჯი)

8 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. აშდოდი (ისრაელი)

მაკაბი აშდოდი (ისრაელი) – კიბირკშტისი (ვილნიუსი, ლიეტუვა)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

8 დეკემბერი. ქალთა ევროპის თასი. რამლა (ისრაელი)

რამლა (ისრაელი) – ნკა (პეჩი, უნგრეთი)

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული