ამერიკელი კალათბურთელი რუს იარაღით მოვაჭრეში გაცვალეს

AutoSharing Option
რუსეთმა დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრინერი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვალა.

გრინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით ამა წლის თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს და შემდეგ მისი აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.

ცნობისათვის, რუსეთისგან განსხვავებით, კანაფის ზეთი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალული არ არის. ბუტი ყოფილი საბჭოთა სამხედრო თარჯიმანი და იარაღის ცნობილი დილერია.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრიტნი გრინერი რუსეთში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა, მის გათავისუფლებაზე დიდი ხანია მუშაობდნენ, ის უკვე თვითმფრინავშია,
ტელეფონით ესაუბრა და დახმარებისათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მადლობა გადაუხადა.

გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში განხორციელდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგად ჩანს ამ გაცვლაში რუსეთის სახე და აშშ-ს სახე! ვინც ამტკიცებთ, რომ რუსეთი სიკეთის და ღმერთის მხარესაა, შუბლის ძარღვი ხომ გაქვთ გაწყვეტილი და შვილები ხომ გეზრდებათ? ნუთუ განგების არ გეშინიათ ბოროტების მხარეს რომ ხართ, ხვალ ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ!
***
09 დეკემბერი 2022 03:47
10
ერთი კრიმინალი გაიცვალა მეორეში. მხოლოდ ალაჰმა უწყის რომელია უფრო მძიმე დანაშაული ნარკოტიკებით ვაჭრობა თუ იარაღით.
w
09 დეკემბერი 2022 09:03
17
რუსებმა მოგვასორეთ არ დატოვა ციხეში რუსის ქალებიოო
არა რუსეთს
08 დეკემბერი 2022 21:23
19
მთელი აშშ აღშფეთებულია. გადახედეთ ტვიტერს. დაიხსნეს ადამიანი, რომელიც აშშ-ს ჰიმნსაც კი არ სცემს პატივს და სძულს ამერიკა, და ჩატოვეს ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც უკვე 4 წელია სასჯელს იხდის რუსეთში. ეს არის თქვენი ამერიკა, თუ ძალიან გაინტერესებთ.
odala
09 დეკემბერი 2022 12:28
4
Რა მაგარი ,,მზე"ხარ
***-ს
09 დეკემბერი 2022 20:06
1
საქარტველო მიხედე ტავს სენი გაგჯირვებია
dato
09 დეკემბერი 2022 13:05
2

სიახლეები პოპულარული