"ლეიკერსის" ვარსკვლავებმა კობი ბრაიანტი გაიხსენეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის 26 იანვარს NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი კობი ბრაიანტი თავის 13 წლის ქალიშვილთან, ჯიჯისთან ერთად ავიაკატასტროფამ იმსხვერპლა.

NBA-ს 5-გზის ჩემპიონის გარდაცვალების შესახებ "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელებმა ენტონი დევისმა და ლებრონ ჯეიმსმა ისაუბრეს.

"ლებრონს ეძინა. ყვირილი დავიწყე. როდესაც გაიღვიძა, ვუთხარი, რომ კობი გარდაიცვალა. მკითხა, თუ ვისზე ვსაუბრობდი და გავუმეორე, კობი ბრაიანტი და ჯიჯი. მან მითხრა, რომ ხუმრობა შემეწყვიტა", - განაცხადა დევისმა.

"ეს ამბავი მაშინ შევიტყვე, როცა მთელი გუნდი თვითმფრინში ვიმყოფებოდით. ყველანი განადგურებული ვიყავით და ვტიროდით. ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი
ფრენა, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონია", - გაიხსენა ლებრონ ჯეიმსმა.

კობი ბრაიანტმა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 20 წელი იასპარეზა. "შავი მამბა" "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე 18-ჯერ მიიწვიეს, სადაც 4-ჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება დაიმსახურა. კობიმ საკალათბურთო კარიერა 2016 წელს დაასრულა.

ვიდეო აღებულია luokeduo-ს "ტიკ-ტოკ" გვერდიდან

altკობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი

altNBA-ს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელები დაასახელეს - კობი ბრაიანტი მე-9-ეა

altკობი ბრაიანტის მეუღლის პირველი საჯარო გამოხმაურება დიდ ტრაგედიასთან დაკავშირებით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული