პირველ მატჩში გთუნის ერთი პერიოდი დასჭირდა, საკუთარი თამაში რომ ეპოვა და მატჩზე სრული კონტროლი დაეწესებინა. საწყისი პერიოდის 22:18 მოგების შემდეგ დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გთუნიმ მეორე ათწუთეული 32:10 მოიგო და შეხვედრის ბედი დიდი შესვენებისთვის გადაწყვიტა. მეორე ნახევარში თავართქილაძის უნივერსიტეტელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა და საბოლოოდ 68 ქულით
23 ქულით გთუნიში ბომბარდირი გიორგი დვალი გახდა. 18 ქულა კამარ მაკნაითის ანგარიშზეა. 17 ქულა ნიკა გოგოხიამ მიითვალა, ხოლო ლევან რევაზაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 10 მოხსნა. ქუთაისელთაგან 20 ქულით პაპუნა კირთაძე გამოირჩა, გიორგი ჭეიშვილმა 7 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.
მეორე მატჩში "ასტრალმა" სუპერლიგიდან დაქვეითებული "დინამო" დაამარცხა. ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა დინამოელებს 27 ქულით – 89:62 (სტატისტიკა) აჯობა. მატჩი თანაბრად მხოლოდ პირველ პერიოდში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ასტრალელთა უპირატესობა გამოიკვეთა და თამაშმა ფორმალური სახე მიიღო. "დინამო" ცდილობდა, მაგრამ წარმატების რეალური შანსი არ მისცემია.
"ასტრალს" 28 ქულითა და 13 მოხსნით ჯონ კერიმ ულიდერა. ჯამალ რაითმა 14 ქულა მოაგროვა, ბრენდონ მაკქვინის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა. "დინამოში" 17 ქულით საუკეთესო იყო ანტონიო ალქორნი.
"ა" ლიგის მორიგი მატჩი 23 იანვარს, გორში გაიმართება, სადაც "ივერიონი" ტყიბულის "ორბს" უმასპინძლებს.
GBF