შალამბერიძე, რატიშვილი და ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი მატჩები

AutoSharing Option
მოახლოვდა სანაკრებო ფანჯარა და ფიბა-მ ეროვნული გუნდების მატჩებზე მსაჯები და ტექნიკური დელეგატები გაანაწილა. ამჯერად საქმე ეხება ქალთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს, რომლის მატჩებსაც ქართველი ტექნიკური დელეგატი – მერაბ რატიშვილი და მსაჯი – მარინა შალამბერიძე მოემსახურებიან.

აქ აღსანიშნავია შალამბერიძის უფროს სანაკრებო მატჩზე დანიშვნა. აქამდე მარინას არასდროს უმსაჯია ზრდასრული კალათბურთელების სანაკრებო მატჩზე, თუმცა პროგრესმა მას ეს სიმაღლეც მოუტანა. შალამბერიძე ევრობასკეტ 2023-ის შესარჩევი ტურნირის პრაღაში დანიშნულ მატჩს მოემსახურება, რომელშიც ჩეხეთი ირლანდიას უმასპინძლებს. ხოლო მერაბ რატიშვილი, რომელიც ერთადერთი ქართველი კომისარია, რომელსაც ფიბა-ს
ლიცენზია გააჩნია, ქალთა ევროშესარჩევ მატჩზე: ესტონეთი-საბერძნეთი, ტექნიკური დელეგატი იქნება. აქვე აღვნიშნოთ, რომ მერაბს მიმდინარე ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის არც ერთი სანაკრებო ფანჯარა არ გამოუტოვებია, რომელიმე მატჩს რომ არ მომსახურებოდა.

ქალთა ევრობასკეტ-2023-ის შესარჩევი ტურნირი. მე-3 ფანჯარა

მარინა შალამბერიძე (მსაჯი)
9 თებერვალი. პრაღა (ჩეხეთი)
ჩეხეთი-ირლანდია

მერაბ რატიშვილი (ფიბას ტექნიკური დელეგატი)
12 თებერვალი. ტალინი (ესტონეთი)
ესტონეთი-საბერძნეთი

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული