18-წლამდელთა A ლიგის ნახევარფინალში "თბილისი ბასკეტმა" რუსთავს" პირველი მატჩი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის უმაღლეს – A ლიგაში ნახევარფინალური სერია დაიწყო "რუსთავსა" და “თბილისი ბასკეტს” შორის. მეორე წყვილში "ვინგსი" და "ქუთაისი" თამაშობენ, რომლებიც სერიის პირველ მატჩს 6 მაისს ითამაშებენ.

"რუსთავმა" "თბილისი ბასკეტს" უმასპინძლა და 69:73 დამარცხდა. გუნდებმა 2 განსხვავებული ნახევარი ითამაშეს. პირველში სტუმრები ჯაბნიდნენ მასპინძლებს და ერთი ხანობა "თბილისი ბასკეტი" 26 ქულითაც იგებდა. დიდი შესვენებისთვის ანგარიში 46:25 იყო სტუმართა სასარგებლოდ.

მეორე ნახევარში რუსთაველებმა თამაში გამოაკეთეს, ჩამორჩენას ნელ-ნელა ამცირებდნენ და ბოლო პერიოდში მეტოქეს 5-6 ქულით მიუახლოვდნენ. გადამწყვეტ მომენტში გარდატეხა ვეღარ მოხდა. "თბილისი
ბასკეტმა" საბოლოოდ 4 ქულის სხვაობით იმარჯვა და სერიაში დაწინაურდა. სერიის მეორე მატჩსაც თუ მოიგებს, "თბილისი ბასკეტი" ფინალში გავა, არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნება.

"თბილისი ბასკეტს" 20 ქულით ანდრია მგელაძემ ულიდერა. 9 ქულა და 16 მოხსნა ნიკოლოზ ბერძენიშვილმა მიითვალა. გიორგი დარჩიას ანგარიშზე 13 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. "რუსთავის" რიგებში 17-17 ქულით დავით გოგოლაძე და ვაჟა კეჭაღმაძე გამოირჩნენ. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 16 მოხსნაც დაგროვდა.

სერიის მეორე მატჩი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 5 მაისს, 19:40 საათზე გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეგ თამაში უნდა ანულირდეს და ეგ ნახევარ ფინალი უნდა გაუქმდება,რატო გეტყვით ანატოლი ბოისა სად მუშაობს კარგად ვიცით რუსთავის გუნდში.წვდომა ქონდა 18 ვარჯიშებზე და კამერების საშუალებითაც.ამოიღო ყველა კომბინაცია რასაც 18 აკეთებდნენ და ყველა კომბინაცია იცოდა.ამიტომ წააგეს 18 ბმა...უნდა გაუქმდება.თბს ბასკეტი არაფერი გუნდი არ არის იმიტომ რომ ბრუკლინი ეთამაშა ჯგუფში და ასე სამარცხვინოთ არ წაუგია ბრუკლინის.მეორე თამაშს უგებდა ბრუკლინი და მსაჯებმა გადაწონეს.ჭაობია სუფთა რა
აბდულაი
22:48 05-05-2023
1
რომ წერთ სტატიას ჯერ მოიკითხეთ როგორ წააგეს.როგორ და ბოისამ კამერებიდან ამოიღო რუსთავი კომბინაციები ვარჯიშებიდან და იმიტომ მოიგეს
მოქალაქე
22:57 05-05-2023
1

სიახლეები პოპულარული