ქართველმა ვეტერანებმა თბილისში მოწვეულ ლატვიას 79:56 მოუგეს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მოწვევით თბილისში იმყოფება ლატვიის ვეტერანთა ნაკრები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2 ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად ჩამოვიდა. ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა. 7 მაისს, თბილისი არენაზე საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ლატვიას 79:56 მოუგო.

ჩვენს ვეტერანებს და ლატვიელებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, რომელიც იმ დროდან მომდინარეობს, როცა ისინი მოქმედი კალათბურთელები იყვნენ. მატჩი ლატვიელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 14:8 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ჩვენებმა თამაში გამოასწორეს, თუმცა ბალტიისპირელთა გადასწრება ვერ მოახერხეს. დიდი შესვენებისთვის ლატვია 27:24 იგებდა.

მესამე პერიოდში ყველაფერი გადაწყდა, იმდენად კარგად ითამაშეს
ქართველებმა. ზაზა ღონღაძის, ვასილ გოგუაძის და ლევან წულაიას წინამძღოლობით საქართველოს მესამე პერიოდი 32:11 მოიგეს და ბოლო ათწუთეულს აზრი დაუკარგეს. აზრი სპორტული თვალსაზრისით, თორემ დიდი ხნის მონატრებულმა მეგობრებმა მხოლოდ თამაშითაც დიდი სიამოვნება მიიღეს – ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, ვინ გაიმარჯვებდა.

29 ქულით ბომბარდირი გახდა ზაზა ღონღაძე. ვასილ გოგუაძემ 16 ქულა და 24 მოხსნა გააკეთა. წულაიას ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. ლატვიელთაგან ყველაზე შედეგიანი მარის ოზოლინსი იყო, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 12 ქულა ანდრის კალტისის ანგარიშზეა. 10 ქულა დააგროვა იანის გუტმანისმა.

ლატვიის ნაკრების თბილისში კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს 9 მაისს გამართავს.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ ვეტერანები არიან ვისი შვილებიც პირველ პლანზე არიან და ეგ ვეტერანები არიან ვიც ფედერაციას ჭაობისკენ მიაქანებენ.იუთუბზე ავტვირთავ 16 წლამდელების 1 მატჩსს და მსაჯების ასეთი მიდგომა კატასტროფაა ან არ ცოდნა.ამის გამო ბავშვები და გუნდი დაიჩაგრნენ.ან რა გიხარიათ მოგება დღევანდელი ნაკრები ნულის ტოლია შედეგით და წაგებული თამაშით გაუხარდათ მსოფლიოზე გასვლა....არ დაბლოკოთ თუ მაგრები ხართ
აბდულაი
22:50 09-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული