აჭარის ნაკრები 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ადგილის მფლობელი დღეს ბათუმში გამოვლინდა. A ლიგის ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აჭარის ნაკრებმა "ოვერტაიმს" უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 61:51 დაამარცხა. შეხვედრას ბათუმის სპორტის სასახლემ უმასპინძლა და თამაშიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოვიდა.

შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა. ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა აჭარის ნაკრებმა დასკვნით წუთებში ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. გიორგი რაზმაძის გაწვრთნილი "ოვერტაიმი" ცდილობდა, მაგრამ თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხა.

მატჩის შემდეგ აჭარის ნაკრების წევრები ბრინჯაოს მედლებით აჭარის რეგიონული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გოდერძი კორძაძემ
დააჯილდოვა. 14-წლამდელთა A ლიგაში ჩემპიონი სამშაბათს გამოვლინდება. ერთმანეთს "ზაზას აკადემია" და "ჰიუნდაი" ხვდებიან. სერია 2-მატჩიანია. შეხვედრები 10 და 11 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული