ჯუნიორ ნბა-ს C ლიგაში ზუგდიდმა გაიმარჯვა – ოთხეულში კიდევ 2 რეგიონის გუნდი შევიდა

AutoSharing Option
დასრულდა ჯუნიორ ნბა-ს გათამაშების მესამე – C ლიგა, რომელიც წლეულს პირველად ჩატარდა და მისმა მონაწილე 30-ივე გუნდის მოთამაშემ ნბა-ს შესაბამისი გუნდის სათამაშო ფორმა, ხოლო მწვრთნელებმა – მაისურები მიიღეს.ჯუნიორ ნბა საქართველოში 2016 წლიდან იმართება და მისი მასშტაბურობა ყოველწლიურად მატულობს. ამიტომაც, დაწყებიდან მესამე წელს დამატებულმა B ლიგამ არ იკმარა და ამ სეზონის წინ C ლიგის ჩატaრებაც დაიწყო.

ჯუნიორ ნბა-ს C ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გახდა ვახტანგ ეზუგბაიას გაწვრთნილი ზუგდიდის გუნდი, რომელიც ტურნირში ფინიქს სანსის სახელით ასპარეზობდა. ზუგდიდელებმა ფინალურ მატჩში 47:38 მოუგეს გოგონათა
გუნდ ბასტიონს და ჩემპიონები გახდნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოთხეულში კიდევ 2 რეგიონის გუნდი მოხვდა. სენაკიც (ლეიკერსი) და გარდაბანიც მუხბეც (ორლანდო) ნახევარფინალში დამარცხდნენ და ერთმანეთს მე-3 ადგილისთვის მატჩში შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გარდაბნის გუნდმა 41:35 გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა. ხოლო ის, რომ საუკეთესო ოთხეულში რეგიონის 3 გუნდი შევიდა, ბევრ რამეზე მიუთითებს. რეგიონებში კალათბურთის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამა კალათბურთის ფედერაციაში აქტიურად მიმდინარეობს და შედეგიც თვალსაჩინოა.

ჯუნიორ ნბა-ს ორგანიზატორი ეროვნულ ფედერაციაში საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების განყოფილებასთან ერთად აშშ-ის საელჩო, ხოლო მხარდამჭერი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გახლდათ. წლეულს ტურნირის 3 – A, B და C ლიგაში 90 გუნდი და 1350 მოზარდი მონაწილეობდა, ხოლო მთლიანობაში, საკვალიფიკაციო ეტაპიანად, ძირითად ლიგებში ვერგასული გუნდებიც რომ დავამატოთ, რეკორდულად ბევრი – 2040 მოზარდზე ავდივართ, რაც ჯუნიორ ნბა-ს 7-წლიან ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული