შალამბერიძის ფინალი 16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში

AutoSharing Option
ანდორაში დასრულებულ 16 წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალი ფიბას ლიცენზირებულმა არბიტრმა მარინა შალამბერიძემ იმსაჯა.

ფიბას სხვა ქართველ მსაჯებთან შედარებით, შალამბერიძეს ნაკლები საერთაშორისო გამოცდილება აქვს, თუმცა იგი სწრაფად პროგრესირებს და ბოლო ხანებში მას სულ უფრო ხშირად ანდობენ საპასუხისმგებლო მატჩების მომსახურებას.

აღსანიშნავია ფიბას ქართველი მამაკაცი მსაჯების საერთასორისო აქტიურობაც: კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვი სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატს მოემსახურნენ. ვართანოვმა 20-წლამდელთა B დივიზიონში მე-5 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა, ხოლო თვაური 18 წლამდე გოგონების ჩენპიონატის სამსაჯო გუნდის წევრი იყო.

წლევანდელი საკალათბურთო ზაფხული კიდევ უფრო
დატვირთული იქნება ქართველი მსაჯებისთვისაც, რომლებსაც წინ სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატი ელით!

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული