კირილე თვაური 18-წლამდელთა B დივიზიონის ნახევარფინალს განსჯის!

AutoSharing Option
პორტუგალიაში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პლეიოფები დაიწყო! დღევანდელ ნახევარფინალურ დაპირისპირებას მონტენეგროსა და ლატვიას შორის, ქართველი, კირილე თვაური განსჯის! ნახევარფინალურ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემპიონატისა და მონაწილე გუნდებისთვის, რადგან A დივიზიონში გადამსვლელი ერთ-ერთი გუნდის გამოვლენას ემსახურება.

წლევანდელი ზაფხული საკალათბურთო თვალსაზრისით დატვირთული იყო FIBA-ს ლიცენზიის მქონე ჩვენი მსაჯებისთვისაც, რომელებმა სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატზებზე იმსაჯეს!

შეგახსენებთ, რომ მიხეილ ვართანოვმა მე-5 ადგილისთვის მატჩი იმსაჯა 20-წლამდელთა B დივიზიონში, ხოლო მაკა შალამბერიძემ გოგონათა 16-წლამდელთა C დივიზიონი განსაჯა!

მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ ქართველები აქტიურად არიან ჩაბმულნი არა
მხოლოდ ახალგაზრდული, არამედ ეროვნული ნაკრებების სხვადასხვა ჩემპიონატში. FIBA-ს ქართველმა კომისარი, მერაბ რატიშვილი სლოვენიაში გამართული ქალთა ევრობასკეტის არაერთი თამაშის კომისარი გახლდათ. კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციასთან მისი მრავალწლიანი მუშაობა წელს სწორედ აღნიშნული ევრობასკეტის ბრინჯაოს მედლისთვის თამაშის კომისრობაშიც გამოიხატება!

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული