20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. ნინო ყიფშიძისა ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირში მონაწილე 17 გუნდს შორის მე-16 ადგილი დაიკავა. საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის ბოლო მატჩი ავსტრიასთან გამართა. მე-15 ადგილისთვის შეხვედრა ჩვენმა გოგონებმა დაძაბულ ბრძოლაში, 5 ქულის სხვაობით – 56:61.

ქართველებმა პირველი პერიოდი 19:7 მოიგეს და იმედი იყო, რომ ავსტრიელ თანატოლებთან გამარჯვებით დაასრულებდნენ ტურნრს, თუმცა მეტოქემ მეორე პერიოდში შეძლო ჩამორჩენის გვარიანად შემცირება და დიდ შესვენებაზე საქართველოს სოლიდური ლიდერობიდან მხოლოდ 2 ქულა დარჩა.

ამის შემდეგ თანაბარი ბრძოლა გაჩაღდა.
შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ქართველები 52:51 იგებდნენ, შემდეგ კი, ბოლო წუთამდე თანაბარი ანგარიში იყო და ავსტრიამ საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება და ტურნირზე მე-15 ადგილი დაიკავა – საქართველო კი მე-16-ზე გავიდა.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი 19 ქულითა და 5 მოხსნით საუკეთესო იყო თამარ პაპუაშვილი. ეკატერინე წივწივაძის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. 9-9 ქულა და მოხსნა მოაგროვა კესო ბარბაქაძემ, ხოლო სალომე სვანმა შეხვედრა 9 ქულითა და 5 მოხსნით დაასრულა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო არ წერთ ,რომ უკრაინასთან 53 ქულით წააგეს, მანამდე უკრაინას ყველა თამაში წაგებული ქონდა და არაფერი გუნდი არ იყო. ნაკრებს ერთიდაიგივე ხალხი რამდენი წელია წვრთვნის, სხვა აღარ მოიძებნა არავინ?
დიმა
11:47 07-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული