სუპერლიგის გუნდების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

AutoSharing Option
საქართველოში საკალათბურთო სეზონი 1 ოქტომბერს, ტრადიციულად, დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირით გაიხსნება. ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სუპერლიგის მონაწილე გუნდებთან ჩვეულებისამებრ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სუპერლიგის დირექტორი, გიორგი ჯაფარიძე და მისი მოადგილე, ვანო ლაცაბიძე უმაღლესი ლიგის გუნდების ხელმძღვანელობას შეხვდნენ და რამდენიმე საკითხის შეჯერებასთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი შეათანხმეს.

როგორც აღვნიშნეთ, გადაწყდა, რომ დუდუ დადიანის მემორიალი 1 ოქტომბერს დაიწყება და მასში სუპერლიგის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, სუპერლიგის 2023-2024 წლების სეზონი სტარტს 14 ოქტომბერს აიღებს. ახალი სეზონის
დაწყებამდე, როგორც სუპერლიგის, ასევე “ა” და ასაკობრივი ლიგების გუნდებთან კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომლებზეც სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და დეტალებზე იქნება მსჯელობა.

GBF


მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სუპერ ლიგის დირექტორი ეს ის ბიჭი არ არის გიორგი სან პაულო იმედის ფსონში რო ბილეთებს აკეთებს ხოლმე?დ.დ. ანეკდოტია!!!
0

სიახლეები პოპულარული