ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ "ბენფიკასთან" 62:122 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
თსუ-დან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი ტურძილაძე იყო, ხოლო ალექსანდრე ფევაძემ 10 ქულა ჩააგდო. ლისაბონური გუნდიდან 19 ქულა ტონი დუგლასის ანგარიშზეა, 18 კი - ტრეი დრექსელის.
"ბენფიკას" მწვრთნელმა ნორბერტ ალვესმა განაცხადა, რომ მისმა კალათბურთელებმა დაცვაში ფანტასტიკურად ითამაშეს, მეტოქე დაბალ ტემპში მოქმედებდა, მათი ამოცანა ტემპის მომატება გახლდათ, რაც მოახერხეს და მომავალ რაუნდშიც გამარჯვების იმედი აქვთ.
თსუ-ს ასპარეზობის ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გაგრძელების უფლება აქვს.
პირადად ჩემს თავზე გამოვცადე.ერთ ერთ აკადემიაში ჩემი ბავშვი აბსოლიტუად უპატრონობით გააფუჭეს და უფოლობის გამო.
ბავშვი მყავს 208სმ სიმაღლის და ახლა ლექციებზე დადის როცა სუპერლიგის ან ა ლიგის გუნდში უნდა ყოფილიყოს.თურმე გაირკვა რომ პატრონთან და ფულიან შვილებს ავარჯიშებენ მე მითხრეს ტურნირები არა ტარდება და ბავშვები რატო უნდა ვავარჯიშოთო.
ასაკობრივებია მისახედი.