დღეს პირველი ტურის თამაშები გაიმართა. თითოეულ ჯგუფში თითო შეხვედრა ჩატარდა, შესაბამისად, 4 გუნდი ისვენებდა. პირველი შეხვედრა D ჯგუფის გახლდათ, რომელშიც ოლიმპი “ა” ლიგის დებიუტანტ “სოხუმი-საქართველოს” დაუპირისპირდა.
D ჯგუფი
ოლიმპი vs სოხუმი საქართველო
სტატისტიკა:100:82
“სოხუმი საქართველო” ახალი გუნდია, რომელმაც “ა” ლიგაში ადგილი “ტიტებისგან” იყიდა და 2023-2024 წლების
"სოხუმი საქართველოს" ლეგიონერები არ ჰყავს. გუნდი, ძირითადად, ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომელთა უმეტესობასაც სწორედ “ა” ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება "ოლიმპს", სუპერლიგის ბოლო წლების ამბიციური გუნდი წლეულს შედარებით ხელმოკლედაა. გუნდს 3 ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ქართველი მოთამაშეებიდან ყველა ახალგაზრდაა, რომელთა შორისაც გამოსარჩევია ეროვნული ნაკრების წევრი, 20 წლის ლუკა ლიკლიკაძე. ყველაზე გამოცდილი ქართველი 24 წლის ივანე მეგენეიშვილია, რომელმაც დღევანდელ მატჩში თავი 17 ქულით, 12 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
"ოლიმპმა" საბოლოოდ 18 ქულის სხვაობით მოიგო, რაშიც დიდი წვლილი 3 ლეგიონერს – აიზია სმოლს, მაიკლ რაითს და ენდრიუ ლუისს მიუძღვით. "სოხუმი საქართველოს" გუნდის წევრები იბრძოდნენ და რამდენჯერმე ჩამორჩენა 10 ქულაზე დაბლაც ჩამოიყვანეს, თუმცა თამაშის მოსაგებად ძალა და გამოცდილება არ ეყოთ. "სოხუმელთაგან" 19 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით ირაკლი კილაძე გამოირჩა. 14 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მამუკა ბაზუაშვილმა მიითვალა.
ამ ჯგუფში თსუ ისვენებდა, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალში ხვალ, "სოხუმი საქართველოსთან" მატჩით ჩაებმება.
GBF.GE