რუსთავმა დუდუ დადიანის მემორიალზე ორივე მატჩი წააგო – ზესტაფონი მარგვეთთან და გურჯაანის დელტასთან, თუმცა ანატოლი ბოისას გაწვრთნილ გუნდს შეეტყო, რომ სუპერლიგაში
ქუთაისი ბოლო პერიოდში გატყდა, მანამდე კი კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა. პირველ პერიოდში წინ იყო, ხოლო ტაიმის 2 ქულით წაგების შემდეგ, მესამე პერიოდში 5 ქულით დაწინაურება მოახერხა. რუსთავმა თამაში ზუსტი სამქულიანებითა და მწყობრი დაცვით მოახერხა. მესამე პერიოდში ლიდერობა დაიბრუნა და ბოლო ათწუთეულში მეტოქე უშანსოდ დატოვა. სეთ მაქსველი ფარქვეშ მეტოქეებს ვერ ჯაბნიდა, თუმცა პერიმეტრზე რუსთაველთა დომინირება აშკარა იყო – ჯორდან ჰენდერსონი და დემარი კინგი სამიანებსაც შედეგიანად აგდებდნენ და სწრაფი შეტევებიც ემარჯვებოდათ, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კარგ გაგრძელებას უძებნიდნენ და რუსთავიც ხეირობდა.
მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე რუსთავის უპირატესობამ 15 ქულას მიაღწია და შეხვედრის ბედიც გაირკვა. კოტე ტუღუში არაერთხელ შეეცადა, თამაშის სცენარი სათავისოდ შეეცვალა, მაგრამ რუსთაველთა სტაბილური თამაშმა ამის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ რუსთავმა 103:86 (სტატისტიკა) გაიმარჯვა და აქტივში პირველი 2 ქულა ჩაიწერა.
ქვემოქართლელთა გუნდში საუკეთესო შედეგი ლუკა ბულაშვილმა და კორდან ჰენდერსონმა გაიზიარეს. პირველმა 16 ქულა, 7 პასი და 4 მოხსნა მიითვალა, მეორემ – 24 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი. 6 სამიანი და 23 ქულა მიითვალა დემარი კინგმა, სეთ მაქსველის ანგარიშზე 13 ქულა და 6 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 23 ქულითა და 20 მოხსნით საუკეთესო იყო მარქუს გილსონი. 16 ქულა და 7 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა, 10-10 ქულა დავით ლომიძემ და მიხეილ ბერიშვილმა გაიფორმეს.
სუპერლიგის პირველი ტურის 1 მატჩი გადადებულია. თსუ, რომელიც 18 ოქტომბერს გერმანიაში, ფიბა ევროპის თასის სადებიუტო მატჩს ატარებს, სუპერლიგაში დაგეგმილ მატჩს გორის ივერიონთან არ ჩაატარებს. ეს შეხვედრა 15 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა დეკემბრის ბოლოს ჩატარდება.
GBF