“კერავნოსი” გახლავთ ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფიბა-ევროპის მიმდინარე ტურნირზე გამარჯვება არ გააჩნია. კვიპროსის გუნდმა 25 თებერვალს თბილისში 60:63 წააგო და ეს გახლავთ თსუ-ს ერთადერთი გამარჯვებაც მიმდინარე ტურნირში. “კერავნოსის” დარბაზი ძალიან პატარაა და 500-ამდე მაყურებელს იტევს.
თსუ-ს ვარჯიში საღამოს 8 საათზე
ძირითადი დრო კომბინაციების გათამაშებასა და სროლებს დაეთმო. თსუ-ს სროლის და "კერავნოსის" დარბაზთან ადაპტაციის შესაძლებლობა თამაშის დღესაც ექნება, როცა დილის 11 საათზე მსუბუქად ივარჯიშებს. ლაფანაშვილის გუნდს კვლავ სოლიდური დანაკლისი აქვს. ვირუსი შეეყარა და გუნდს კვიპროსში ვერ გაჰყვა ძირითადი ცენტრი გიორგი ტურძილაძე. სამაგიეროდ, თსუ-ს დაუბრუნდა ამერიკელი გამთამაშებელი ტაირი ბოიკინი, რომელმაც საზარდულის ტრავმის გამო ფიბა-ევროპის წინა 2 შეხვედრა გამოტოვა.
"კერავნოსისა" და თსუ-ს მატჩი ადგილობრივი დროით 19:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაცია ფიბას Youtube-არხზე განხორციელდება - https://youtu.be/KeGgUV2WnuY
GBF