“ა” ლიგის საკვალიფიკაციო 14 დეკემბერს დაიწყება | 3 გუნდი 1 ადგილისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
მოახლოვდა სუპერლიგის ერთი საფეხურით დაბლა მდგარი “ა” ლიგის გათამაშება, თუმცა, სანამ ეს ტურნირი დაიწყებოდეს, ტრადიციულად, წინ საკვალიფიკაციო ეტაპი უძღვის, რომლის დანიშნულებაც “ა” ლიგის ბოლო მონაწილის გარკვევაა. აღნიშნულ ტურნირში 6 გუნდი მონაწილეობს და 5 მათგანი ცნობილია.

მე-6 მონაწილე, ტრადიციულად, საკვალიფიკაციო ტურნირის მიერ ვლინდება, რომელშიც 1 მონაწილე “ა” ლიგის გასული სეზონის ბოლოსწინა, მე-5 ადგილის მფლობელია, დანარჩებენი კი – საგზურის მოსაპოვებლად მებრძოლი, უმეტესწილად, ახალშექმნილი გუნდები.

დებულების თანახმად, “ა” ლიგის მე-5 ადგილის მფლობელმა ტურნირში მომდევნო სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად საპლეიოფო ერთი სერია უნდა ითამაშოს იმ
გუნდთან, რომელიც საკვალიფიკაციოში მონაწილე გუნდებს შორის საუკეთესო იქნება. გასულ სეზონში “ა” ლიგაში ბოლოსწინა ადგილი “დინამომ” დაიკავა და ახლა ადგილის შენარჩუნება ან თელავის “ბურჯთან”, ან “მთიებლთან” მოუწევს.

“ბურჯი” “ა” ლიგაში ადრეც ყოფილა, ხოლო წინა საუკუნეში უმაღლეს ლიგაშიც ასპარეზობდა. რაც შეეხება “მთიელს”, ეს ახალი შექმნილი გუნდია და “ა” ლიგაში მოსახვედრად იბრძვის. ამ გუნდების საპლეიოფო სერია 2-მატჩიანი იქნება და თამაშები 14 და 18 დეკემბერს თბილისში გაიმართება. გამარჯვებული “ა” ლიგის საგზურისთვის “დინამოს” ასევე 2-მატჩიან სერიაში დაუპირისპირდება. გადამწყვეტი სერიის მატჩები 21 და 24 დეკემბერს ჩატარდება. თუკი კახური გუნდი პლეი ოფის ფინალში გავა, "დინამოსთან" 2-მატჩიანი სერიის პირველ შეხვედრას თელავში უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ალბატონებო და ბატონებო...კიდევ ერთ ანტიქართულ ქმედებას ჩადიან!!!! მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართულ ბრენდს ( სხვა თუ არაფერი დინამო თბილისი ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი გახლდათ ..მადრიდის რეალი დაამარცხეს წინა საუკუნის 60 -იან წლებში ( 1962 წელი ).....ახლა ჩვენი საკლუბო გუნდები ევროპის პირველობაზე კვიპროსთან მარცხდებიან......თბილისის დინამო მსოფლიოს ერთერთ უძლიერესი ჩემპიონატის ( საბჭოთა კავშირის პირველობის) მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი გახლდათ... მსოფლიო სამოყვარულო კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ჯონსის ( ამერიკელი) თქმით იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კალათბურთს თამაშობდნენ იუგოსლავები და ქართველები ( ეს სტატია გამოქვეყნდა იუგოსლავიურ გაზეთში 60 წლებში და შემდგომში ითარგმნა წამყვან ევროპულ სპორტულ გამოცემებში) და ჯონსის თქმით უფრო ათლეტურს იუგოსლავები ხოლო უფრო სანახაობრივს ქართველები!!!! დღესდღეობით კი სამარცხვინო ფაქტი ხდება ......კალათბურთში თბილისის დინამო მეორე ლიგიდანაც ( ა ლიგა) გავარდნის წინაშეა !....დიდი ხანია ვითხოვთ კალათბურთში დინამო თბილისის ეტრაპობრივი დანგრევის პროცესის შეჩერებას!!!!თბილისის დინამოს მეორე ლიგიდანაც ( ა ლიგა) აგდებენ? სადაა ჩვენი ე.წ ფედერაცია..რა დინამო თბილისის დარი ბრენდი კალათბურთში ბევრია ევროპაში?...შეიწუხეთ თავი ვისაც გმართებთ ქართული კალათბურთის!!!! .ნუთუ ერთი ჟურნალისტი არ გამოჩნდა რომ ეს დანაშაული ხალხის სამსჯავროზე გამოიტანოს...თუ ყველაფერი რაც ცუდად დევს ( დინამოს ინფრასტრუქტურა მაგალითად) ადვილად აითვისეს..რაღაცა გუნდები ყალიბდება ერთწლიანი..რატომ? არ ვიცით ..აგვიხსენით!!!! წაყრუება ახლა დანაშაულის ტოლფასია...და ეს ამბავი ასე არ ჩაივლის!!!!!! ერთ პატარა ერს ორი მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდი ყავდეს სპორტის წამყვან ( ფეხბურთში ..კალათბურთში) სახეობებში და ასე შეუბრალებლად აცამტვერებდეს..???!!! არა მგონია რომელიმე ერმა თავის თავს მიცეს ამის უფლება და ჩვენ ვითომ ვინ მოგვცა ამის უფლება??? სანკიძე..ფაჩულია..კობი.კალა...სირცხვილი თქვენ!!!!!
ნუგზარი ნუცუბიძე
23:38 01-12-2023
0
თბილისის დინამოს მეორე ლიგიდანაც ( ა ლიგა) აგდებენ? სადაა ჩვენი ე.წ ფედერაცია..რა დინამო თბილისის დარი ბრენდი კალათბურთში ბევრია ევროპაში?...შეიწუხეთ თავი ვისაც გმართებთ ქართული კალათბურთის..ნუთუ ერთი ჟურნალისტი არ გამოჩნდა რომ ეს დანაშაული ხალხის სამსჯავროზე გამოიტანოს...თუ ყველაფერი რაც ცუდად დევს ( დინამოს ინფრასტრუქტურა მაგალითად) ადვილად აითვისეს..რაღაცა გუნდები ყალიბდება ერთწლიანი..რატომ? არ ვიცი ..აგვიხსენით!!!! წაყრუება ახლა დანაშაულის ტოლფასია...და ეს ამბავი ასე არ ჩაივლის!!!!!!
ნუგზარ ნუცუბიძე
22:47 01-12-2023
0

სიახლეები პოპულარული