5 დეკემბერს სტარტი აიღო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირმა. შეგახსენებთ, რომ 14, 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატები გუნდების სიძლიერის მხრივ 3 დივიზიონად არის დაყოფილი. A დივიზიონი, რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობს და რომელიც ქვეყნის ჩემპიონს ავლენს, აქტიურ ფაზაშია, ხოლო B დივიზიონისთვის (ლიგისთვის) გუნდებს, დებულების თანახმად, საკვალიფიკაციო ტურნირი არჩევს.
სწორედ აღნიშნული საკვალიფიკაციო დაიწყო 5 დეკემბერს 16-წლამდელებში, რომელშიც 31 გუნდი 8 ჯგუფშია განაწილებული და B ლიგის (დივიზიონი) 17 ადგილისთვის იბრძვის. პლეი-ოფში თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო გავა და ამ
16 გუნდს დაემატება 1 საუკეთესო მესამეადგილოსანი, რომელიც ჯგუფებში არათანაბარი გუნდების გამო ასეთი შემთხვევისთვის სტანდარტული წესით გამოვლინდება. ანუ ყველა მესამეზე გასულ გუნდს (გარდა სამგუნდიანი ჯგუფისა) გაუუქმდება ბოლო, მე-4 ადგილზე გასულთან ნაჩვენები შედეგი და ამ გზით, თანაბრად ჩატარებული შეხვედრების პირობებში საუკეთესო შედეგის მქონე მოიპოვებს 16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგის ბოლო საგზურს.
GBF