კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ორგანიზებით, გრძელდება ზამთრის თამაშები, სახელწოდებით 3x3wintercup2023. დღეს ვერის ბაღის დარბაზში რიგით მე-3 ტურნირი გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 17 წელს გადაცილებულ კალათბურთელებს შეეძლოთ.
ტურნირში თავი 12-მა გუნდმა მოიყარა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფში თითოეულმა 2-2 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც საუკეთესოებმა ნახევარფინალში გადაინაცვლეს. პირველ ნახევარფინალში "კასპერსმა" "სმეტანა" 19:15 დაამარცხა, ხოლო მეორეში – სტომატოლოგებმა დაძაბულ ბრძოლაში – 20:19 აჯობეს ბიჭებს.
ფინალში ისე რა ბრძოლა შედგა. სტომატოლოგებმა 6 ქულის სხვაობით – 18:12 დაამარცხეს "კასპერსი" და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. სტომატოლოგთა
გუნდში თამაშობდნენ – ლადო გობეჯიშვილი, ვაჩე ფარულავა, ნიკა წითელაური და ლუკა ხარაბაძე. გამარჯვებულ გუნდს 700 ლარის ღირებულების საპრიზო ვაუჩერი გადაეცა, ხოლო ფინალისტმა 500 ლარი მიიღო. პრიზიორები 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.
GBF