"დიდი ტრაგედია დააყდა თავს რუსთავულ და ზოგადად ქართულ საკალათბურთო სამყაროს. 51 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი, რუსთავული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რამაზ გოგობერიშვილი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს რამაზის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, რუსთავისა და მთლიანად ქართულ საკალათბურთო საზოგადოებას
რამაზ გოგობერიშვილის კარიერის მნიშვნელოვანი ეპიზოდები:
– 16 წლისა ჩაირიცხა თბილისის"დინამოს” დუბლებში,
– დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატში სამ კლუბში უთამაშია: რუსთავის"აზოტში” (მოგვიანებით"ენერჯი–ინვესტი”), ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდ"სტუ-ჯეოსელსა“ და თბილისის"დინამოში”.
– 90–იანი წლების შუაწელში თამაშობდა საბერძნეთის"პაოკსა” და"მენტში”, ასევე გამოდიოდა პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ"ავეიროში”
სანაკრებო კარიერა: 1998–2002 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი. უთამაშია საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებში
მიღწევები: საქართველოს სამგზის ჩემპიონი, ორგზის თასისა და ორგზის სუპერთასის მფლობელი. დუდუ დადიანისა და ქორქია–საკანდელიძის მემორიალის სამგზის გამარჯვებული", - წერს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია.
სპორტალ.გე უთანაგრძნობს რამაზ გოგობერიშვილის ოჯახსა და ახლობლებს.