საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა შემადგენლობა სრულად შეკრიბა და სეზონის გახსნისთვის ემზადება.
პირველ მატჩს რუსთაველები 1-ელ ოქტომბერს გამართავენ. სწორედ ამ დღეს დაიწყება დუდუ დადიანის მემორიალი.
მომავალ სეზონში რუსთაველთა რიგებში იასპარეზებენ: გოგა ცეკვავა, ირაკლი წიქარიშვილი, ადამ ბლეიზეკი, რევაზ ჩაჩანიძე, გიორგი გოგობერიშვილი, ერეკლე ლორთქიფანიძე, ლევან ხმელიძე, გიგი ტაბაღუა, ზურაბ ვაშაკიძე, პოლ კუპერი, ჯეკ კრუკი, ტაირელ ნელსონი, დავით გუგავა, დავით ბარამიძე და ტარიელ არაბული.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ გოგობერიშვილი;
"რუსთავის" ბოლო შენაძენი 22 წლის ამერიკელი ლეგიონერი ტაირელ ნელსონი იყო. 201 სმ სიმაღლის ფორვარდი უკვე რუსთავშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
გუნდის კაპიტანი "ქუთაისიდან" დაბრუნებული გოგა ცეკვავა იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"