სტარტი აიღო საქართველოს 16-წლამდელთა ჩემპიონატის რიგით მესამე – C დივიზიონმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ჩემპიონატებში ყველაზე მასშტაბურია. ტურნირში 80 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან არიან, თუმცა, დებულების თანახმად, ყველა მატჩი დედაქალაქში იმართება.
80 გუნდი 10 ჯგუფშია განაწილებული. შესაბამისად, თითოეულში 8 გუნდია, რომლებიც ერთ წრედ ითამაშებენ და პლეი-ოფში 16 საუკეთესო გავა – თითოეული ჯგუფის გამარჯვებული (10 გუნდი), პლუს 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი.
GBF