რატიშვილი ფიბა ევროპის თასის ნახევარფინალური სერიის მე-2 მატჩს მოემსახურება

AutoSharing Option
3 აპრილს ფიბა ევროპის თასზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ამ ტურნირის ნახევარფინალური სერიის განმეორებით მატჩში თურქული "ბეშიქთაში" სტამბოლში იტალიურ "ვარეზეს" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ვარეზეში მასპინძელთა ერთქულიანი გამარჯვებით – 81:80 დასრულდა და საპასუხო მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომელმაც ფინალისტი უნდა გამოავლინოს.

სწორედ ასეთ პრინციპულ მატჩს მოემსახურება ფიბა-ს ლიცენზიის მქონე ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი. მატჩი გაიმართება სტამბოლის 15 000-იან "ულქერ არენაზე", სადაც 2017 წლის ევრობასკეტისა და 2014 წლის ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. რაც შეეხება რატიშვილს, ის შარშანაც მოემსახურა ევროტურნირის ნახევარფინალს, თუმცა ქალთა
ევროპის თასზე.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული