სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს

AutoSharing Option
ზედიზედ მეორედ, ქართული კლუბი ევროთასზე ითამაშებს. გასულ წელს ეს სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ შეძლო, წლეულს კი ევროთასებზე ძალებს მოქმედი ჩემპიონი "ქუთაისი" მოსინჯავს.

ქუთაისელებს იმავე გზის გავლა მოუწევთ, რომელიც შარშან თსუ-მ გაიარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი "ქუთაისი" ეცდება, ჩემპიონთა ლიგაში მოხვდეს, მაგრამ თუ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა, ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრამ იმერულ კლუბს მოწინააღმდეგედ სლოვაკეთის "ლევიცე" არგუნა. საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციოს მეოთხედფინალიდან იწყებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ის ესტონურ "კალევს" შეხვდება. ფინალში გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ
ეტაპზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში "ქუთაისი" ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული