ქართველი მსაჯები და კომისარი ფინეთიდან გიბრალტარამდე

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატები ქართველი არბიტრის თანამონაწილეობით დაიწყო. 25-30 ივნისს კოსოვოს დედაქალაქმა პრიშტინამ ევროპის ქალთა ჩემპიონატის C დივიზიონს უმასპინძლა, რომლის მომსახურე არბიტრებს შორის ერთი ქართველი – მარინა შალამბერიძე გახლდათ. ეს იყო ზაფხულის პირველი ტურნირი ქართველი არბიტრებისთვის, რომლებიც კომისართან ერთად მთლიანობაში 10 კონტინენტურ ჩემპიონატს მოემსახურებიან.

შალამბერიძეს კიდევ ორი C დივიზიონი ელის: 16 და 18 წლამდე გოგონათა შორის. რაც შეეხებათ საქართველოს წარმომადგენელ ფიბა-ს მამაკაც მსაჯებს, კირილე თვაური და მიხეილ ვართანოვიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების 3-3 ტურნირს მოემსახურებიან. თვაურს 16 და 18-წლამდელთა A დივიზიონები, ასევე
20-წლამდელთა B დივიზიონი ელის, ხოლო მიხეილ ვართანოვი 16 და 18-წლამდელთა B დივიზიონებს, ასევე 16-წლამდელთა C დივიზიონს მოემსახურება.

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი მერაბ რატიშვილი ერთ ტურნირს მოემსახურება, რომელზეც ზედიზედ მესამე წელი მთავარ კომისრად იმუშავებს. ლაპარაკია 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონზე, რომელიც 8-17 აგვისტოს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე უმასპინძლებს.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

1. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, C დივიზიონი
9-14 ივლისი; ტირანა (ალბანეთი)

2. ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი
26 ივლისი – 4 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია)

3. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი
8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია)


კირილე თვაური (მსაჯი)

1. ევროპის ჩემპიონატი 20 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი
12-21 ივლისი; პიტეშტი (რუმინეთი)

2. ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ვაჟებში. A დივიზიონი
27 ივლისი – 4 აგვისტო; ტამპერე (ფინეთი)

3. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, A დივიზიონი
9-17 აგვისტო; ირაკლიონი (საბერძნეთი)


მარინა შალამბერიძე (მსაჯი)

1. ევროპის ქალთა ჩემპიონატი, C დივიზიონი
25-30 ივნისი; პრიშტინა (კოსოვო)

2. ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი
9-14 ივლისი; გიბრალტარი

3. ევროპის ჩემპიონატი 18 წლამდე ქალთა შორის, C დივიზიონი
23-28 ივლისი; პრიშტინა (კოსოვო)


მერაბ რატიშვილი (კომისარი)

ევროპის ჩემპიონატი 16 წლამდე ვაჟებში, B დივიზიონი
8-17 აგვისტო; სკოპიე (ჩრდილოეთი მაკედონია)

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული