საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები კვიპროსთან 1 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
დასანანი მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა. გიბრალტარში დღეს დაწყებული ტურნირის პირველსავე შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მოუწია თამაში, რომლის მეტოქეც კვიპროსი გახლდათ. დაძაბულ ბრძოლაში საქართველომ შეხვედრა მინიმალური სხვაობით – 47:48 დათმო.

გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქართველები 44:39 იგებდნენ. ბოლო პერიოდის საწყის 5 წუთში ჩვენებმა მეტოქეს ქულა არ ჩააგდებინეს და 5-ქულიანი ლიდერობაც მოიპოვეს, რაც თანაბარი თამაშის კვალობაზე სოლიდური უპირატესობა იყო.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა მოპოვებული ლიდერობა ვერ შეინარჩუნა
და დარჩენილი 5 წუთი 3:9 დათმო, რაც მატჩის წაგებად დაუჯდა. ჩვენს ნაკრებში ქულები მხოლოდ სამმა მოთამაშემ მოაგროვა – ნიცა საბადაშვილმა 23, ელენე ნაგურიანმა – 15 და ანა მესტუმრიშვილმა 9 ქულა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრებს 4-გუნდიან ჯგუფში კიდევ 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 10 ივლისს, 12:30 საათზე - აზერბაიჯანთან და 11 ივლისს, 17:45-ზე – სომხეთთან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული