Dream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის ნაკრები ოლიმპიადისთვის მზადებას აგრძელებს. Dream Team-მა მორიგ საჩვენებელ მატჩში სერბეთი 105:79 დაამარცხა.

აშშ-იდან საუკეთესო სტეფ კარი გახდა, "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა 24 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. სტეფმა მეტოქეს 9 ცდიდან 6 სამქულიანი ჩაუგდო.

ბემ ადებაიომ 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გუნდს 11 ქულა და 2 შედეგიანი პასი შესძინა.

სერბეთის ნაკრებიდან ნიკოლა იოკიჩმა 16 ქულა, 11 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

აშშ-ის ნაკრები მორიგ ამხანაგურ მატჩს 20 ივლისს, სამხრეთ სუდანის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ,
აშშ, სტივ კერის ხელმძღვანელობით, ოლიმპიადის ჯგუფურ ეტაპზე სერბეთს, სამხრეთ სუდანსა და პუერტო-რიკოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი შეთამაშება დარჩა ამერიკელებს და ამათი შემჩერებელი ძნელად მოიძებნება დედამიწის ზურგზე
ლარი ბიორდი
10:57 18-07-2024
1
ახლა მიხვდნენ რომ ოლიპადასაც მსოფლიოს მზგავსად ჩასრვილები შეიძლებოდა დარჩენა და მართლა უკოკურენტოდ გაჩემპიონდებიან ოლიმპიადაზე.
G.LA
12:47 18-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული