სუპერმატჩი და შეუჩერებელი ლებრონ ჯეიმსი - 39 წლის კალათბურთელმა Dream Team-ს გერმანიასთანაც მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშშ-ს ნაკრებმა ოლიმპიადამდე ბოლო ამხანაგურ მატჩში გერმანია დაძაბულ ბრძოლაში 92:88 დაამარცხა. Dream Team-ის კაპიტანმა ლებრონ ჯეიმსმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ისევე როგორც სამხრეთ სუდანთან, გერმანელებთანაც შეხვედრის ბედი მისმა თამაშმა გადაწყვიტა.

ლებრონმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

გერმანიიდან საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახდა, "ორლანდო მეჯიქის" კალათბურთელმა 29 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

სტეფ კარიმ საკუთარ გუნდს 25 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.

აშშ-ს ნაკრები ოლიმპიადის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 28 ივლისს, სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

altDream Team-ის წინააღმდეგ იოკიჩიც უძლური აღმოჩნდა - აშშ-მა სერბეთი გაანადგურა [VIDEO]

altDream Team-ის პირველი მატჩი - ამერიკამ კანადა დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთხელ ჩვენც გვეთამაშონ
დავითი
08:57 23-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული