საქართელოს 18 წლამდე ქალთა ნაკრები ალბანეთთან დამარცხდა და ბრძოლას V ადგილისთვის განაგრძობს

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე ქალთა ნაკრებმა საკვანძო მატჩი წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. ეს მოხდა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, რომელიც კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მიმდინარეობს. 7 გუნდი იბრძვის ჩემპიონის გამოსავლენად, რომელთაგან პირველობისთვის ბრძოლას 4 გუნდი განაგრძობს.

სამწუხაროდ, საქართველო არაა ამ 4 გუნდს შორის. ლიკა ქაჯაიას და ირინა მელქაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი თამაში სომხეთს მოუგო, მეორე აზერბაიჯანთან დათმო და მესამე, დღეს გამართულ შეხვედრაში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, მაგრამ… ალბანეთი ბევრად ძლიერი და მომზადებული გუნდი გამოდგა, რომელმაც ისე მოიგო შეხვედრა, ჩვენებისთვის შანსი არ მიუცია.

ალბანეთმა 74:59 გაიმარჯვა და აზერბაიჯანთან ერთად ჯგუფიდან, ნახევარფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრები ბრძოლას V-VII ადგილებისთვის გააგრძელებს. რაც შეეხება ალბანეთთან მატჩს, ჩვენიანთაგან მხოლოდ სალომე სვანი ასცდა 10-ქულიან ზღვარს. საკალათბურთო კლუბ ორბის წევრმა 11 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. უფრო შედეგიანი კი ეთერი შონია გამოდგა, რომელმაც 7 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ნაკრები ხვალ დაისვენებს და ზეგ, 27 ივლისს A ჯგუფში ბოლო, მე-3 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც სავარაუდოდ მალტა იქნება. საქართველო, სომხეთი და A ჯგუფის მესამეადგილოსანი საკვალიფიკაციო ჯგუფს შექმნიან. საქართველოს სომხეთთან მოგება გადაჰყვება და მხოლოდ A ჯგუფის წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საბოლოოდ V-VII ადგილებიც ა ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით განაწილდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული