კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ დრაჟენ პეტროვიჩის მემორიუალურ მატჩში 13 ქულა მოაგროვა

AutoSharing Option
ზაგრებში ლეგენდარული ხორვატი კალათბურთელის, დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვარსკვლავთა მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ხორვატიისა და ევროპის მოქმედი და ყოფილი ვარსკვლავები თამაშობდნენ. გუნდს, რომელსაც “დრაჟენი” ერქვა და ევროპის ვარსკვლავები თამაშობდნენ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, იტალიური ვირტუს ბოლონიას ფორვარდი, თორნიკე შენგელია კაპიტნობდა.

მატჩი ევროპელი ვარსკვლავების გუნდმა “დრაჟენმა” 110:107 მოიგო. გამარჯვების ბურთი მადრიდის რეალის კალათბურთელმა, ჯანან მუსამ ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შენგელიასა და მუსასთან ერთად გუნდში თამაშობდნენ: შეინ ლარკინი, ვალტერ ტავარეში, მატიას ლესო, ვანია მარინკოვიჩი, ანდრეას
ობსტი, ბობან მარიანოვიჩი და სხვები. ხორვატიის ნაკრებში მარიო ჰეჟონია, როკო პრკაჩინი, ბოიან ბოგდანოვიჩი და სხვები თამაშობდნენ.

თამაშს დაესწრნენ კალათბურთის ცოცხალი ლეგენდები და სპორტის ამ სახეობის დიადი წარმომადგენლები: ვლადე დივაცი, ნიკოს გალისი, დეიან ბოდიროგა, პანაგიოტის იანაკისი, ტონი კუკოჩი, ჟარკო პასპალი, ტონი პორტერი, კენი ანდერსონი, ზორან რადოვიჩი, პრედრაგ დანილოვიჩი, სვეტისლა ვ პეშიჩი, ერჯინ ატამანი, ხორხე გარბახოსა, ლუკა დონჩიჩი, როკო ლენი უკიჩი. მიწვეულ სტუმართა შორის იყო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ვლადიმერ ბოისა.

მატჩის მთავარი ორგანიზატორი გახლდათ ალეკსანდარ პეტროვიჩი, დრაჟენის ძმა, რომელიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელია და წლეულს სამხრეთამერიკელები ჯერ ოლიმპიადაზე, შემდეგ კი პარიზული ტურნირის მეოთხედფინალში გაიყვანა. აკო პეტროვიჩი საკალათბურთო სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მისი ტრაგიკულად დაღუპული ძმის, ლეგენდარული დრაჟენ პეტროვიჩის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მატჩზე მსოფლიო ვარსკვლავები შეიკრიბნენ. სწორედ ასეთ მატჩში მონაწილე გუნდს, სახელად “დრაჟენი”, კაპიტნობდა თოკო შენგელია, რაც ქართველი კალათბურთელის დიდ ავტორიტეტზე და გამორჩეულ პროფესიონალიზმზე მიუთითებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული