ფიბა-ს ეგიდით მერაბ რატიშვილი მე-400 მატჩს მოემსახურება

AutoSharing Option
16 ოქტომბერს გამორჩეული დღეა ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისრის, მერაბ რატიშვილის პროფესიულ კარიერაში. გამოცდილი საკალათბურთო სპეციალისტი ფიბა-ს ეგიდით გამართულ მე-400 მატჩს მოემსახურება. ეს მოხდება ხვალ, ბაქოში, ფიბა ევროპის თასის მატჩზე, რომელშიც აზერბაიჯანული "საბაჰი" ბერძნულ "მარუსის" უმასპინძლებს.

რატიშვილი საქართველოდან მარტო არ იქნება ამ მატჩის მომსახურე ბრიგადაში. მოედანზე მყოფი 3 მსაჯიდან ერთ-ერთი კირილე თვაური იქნება, რომელიც არა ქართველი კომისრის დარად, მაგრამ ასევე სტაჟიანი ფიბა-ს მსაჯია. რაც შეეხება ფიბა-ს ეგიდით ჩატარებული მატჩების მომსახურებას, რატიშვილმა 400 მატჩი სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტუნირებისას დააგროვა. ციფრებში რომ
გამოვსახოთ, ისინი მოიცავს ქალთა 2 ევრობასკეტს, მსოფლიოს 2 ახალგაზრდულ ჩემპიონატს, ევროპის 11 ასაკობრივ ჩემპიონატს, ევროპის საკლუბო ტურნირებს და ქალთა და კაცთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებს.

ზემოთაღნიშნული ტურნირების მატჩებს რატიშვილი ან კომისრის, ანაც მატჩის დელეგატის სტატუსით მოემსახურა. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, საქართველოს სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მატჩები სათვალავში არ არის, თორემ ვინძლო, ბატონი მერაბის საკარიერო მატჩების სია ათასსაც გადასცდეს.

ვულოცავთ მერაბ რატიშვილს ამ მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც ევროასპარეზზე, ისე შიდა სარბიელსა და კალათბურთსმიღმა საქმიანობაში.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული