მათე ყავლაშვილი ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილია და მის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია – დაწყებული ჯუნიორ ნბა-ს (U12) გუნდიდან, ასევე
მიმდინარე სეზონში ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირი 3 ლოკაციაზე იმართება. ტურნირები უკვე ჩატარდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში და თურქეთის მეგაპოლის სტამბოლში. თურქეთში გამარჯვება სერბულმა “მეგა ბიმაქსმა” მოიპოვა, რომელშიც თავის დროზე ამ ტურნირზე გოგა ბითაძეს უთამაშია და წაგებულ ფინალურ მატჩში 21 ქულა და 17 მოხსნა მიითვალა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ADIDAS NEXT GENERATION-ის ტურნირზე ნათამაშები აქვს სანდრო მამუკელაშვილს, ლუკა ალავიძეს და ათუკა ბახტაძეს. ბახტაძე ყავლაშვილზე 1 წლით უფროსია, რომლებიც კიდევ ერთ ყოჩაღ ბიჭთან – მათე ხატიაშვილთან ერთად ქართული კალათბურთის ყველაზე პერსპექტიულ ტრიოდ ითვლება.
ADIDAS NEXT GENERATION-ის მიმდინარე სეზონის მესამე და დასკვნითი ტურნირი 7-10 თებერვალს გერმანულ ქალაქ ულმში გაიმართება. მათე ყავლაშვილი ულმის NEXT GEN-ის ნაკრებში იასპარეზებს, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო მატჩში 7 თებერვალს, ბერძნულ ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდება. ულმში მონაწილე სხვა გუნდები იქნებიან: "ალბა" და "რატიოფარმა" (ორივე გერმანია), ესპანური "ბარსელონა", ლიეტუვური "ჟალგირისი", ფრანგული "ვილერბანი" და არაბთა გაერთიანებული საამიროების დუბაის გუნდი. "ულმი" 8 თებერვალს ორ მატჩს გამართავს, შუადღეს "ალბას" დაუპირისპირდება, ხოლო საღამოს – "ბარსელონას".
GBF.GE