"დიდება რუსეთს" - "ცრვენა ზვეზდას" ფანებმა არენა რუსული დროშებით ააჭრელეს და აუტსაიდერთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მორიგ ტურში "ცრვენა ზვეზდამ" "ჟალგირისს" უმასპინძლა და 80:86 დამარცხდა.

სერბები ლიეტუველ მეტოქეს რუსული სიმღერებითა და ბანერებით დახვდნენ, "ცრვენა ზვეზდას" ფანები სკანდირებდნენ - "დიდება რუსეთს". 

აღნიშნულის შემდეგ საკალათბურთო კლუბმა "ზენიტმა" "ცრვენა ზვეზდას" სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჟალგირისის" ერთ-ერთი ლიდერი სილვეინ ფრანცისკო გახდა, ფრანგმა კალათბურთელმა 32:41 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

შეგახსენებთ, ევროლიგის სატურნირო ცხრილში "ცრვენა ზვეზდა" 16 მოგებითა და 11 მარცხით მე-6 ადგილს იკავებს.

"ჟალგირისი" 13 წაგებითა და 14 გამარჯვებით მე-13
ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ერთი შეკითხვა მაქ და მიპასუხე-აბსოლიტურად ყველა ნაციონალს უკრაინა რატო გიყვართ საქართველოზე მეტად?ეხლა ბევრი ხო მალავთ ნაციონალობას,ვითომ რუსთაველზე იმიტომ ყარხართ რო სამშობლო გიყვართ და ნაცები სულაც არ ხართ,მაგრამ როგორც კი უკრაინაზე მიდგება საქმე თვალებზე აბკი გეკვრებათ აბსოლუტურად სუყველას.საქართველო აგინე რამდენიც გინდა.აი უკრაინაზე და ზელეზე თუ რამე ისეთი თქვი თვალთ გებინდებათ.
შენ რა გიჭირს ეტყობა ძალიან მცირე ხარ-ერთი კომენტარი წავიკითხე-ეხლა ტრამპს მოუწყობენ იმპიჩმენტსო და სალო იყრის კენჭსო.ვკითხე სალო ხო საქართველოს ლეგიტიმური და მოქმედი რეზიდენტია და ეგ როგო მეთქი?როგო და აი ასეო.მგონი თქვენი საშველი აღარ არი.ელიოზი ნატვრის ხის ძებნაში რო გაიყინა ხეზე მასე მოგიწევთ თქვენც.ისე ამოგხდებათ სული რო რეალობას ვერ შეიგნებთ
Ვახო-ს
18:39 01-03-2025
0
ქვევით ერთ-ერთი კომენტარის ავტორს ვიღაც უსახელო ასეთ პასუხს უწერს:,,მათლა ლიბელასტო? ვაიმე ლა ვქნათ? ლუსული გაზი, ხომ გინდა ყეყეჩო?'' აი ამ საცოდავი ხალხის თავში ჩამახედა, ბიჭო რუსზე ოკუპანტი თქვა კაცმა, შენ რა ყელზე გადგება? თან რა გაზი, ჯერ ერთი გაზს საქართველო ძირითადად აზერბაიჯანიდან იღებს და მეორეც, თუნდაც რუსული იყოს, უფასოდ ვიღებთ? თუ ფასს ვიხდით ამაში? აღარ გავიდა ეს მონური შეგნება და მენტალიტეტი თქვენი დებილი თავებიდან...
სოსო
18:24 01-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული