"ბათუმის" გამარჯვება სუპერლიგაში დარჩენილ "სოხუმთან"

AutoSharing Option
სუპერლიგაში დასარჩენად ბრძოლა 3 გუნდს შორის გრძელდება.

"სოხუმმა", რომელმაც უკვე გაინაღდა უმაღლეს ლიგაში ადგილი, დარჩენილი 3 მატჩიდან პირველი დღეს აჭარის დედაქალაქში გამართა.

თავის მხრივ, "ბათუმისთვის" სუპერლიგაში დასარჩენად თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს და დღევანდელ მატჩში გამარჯვებით ზღვისპირელებმა სატურნირო შედეგი გამოიკეთეს.

მატჩის ბედი პირველ ტაიმში გაირკვა, რომელიც ბათუმელებმა 27 ქულით მოიგეს. პირველი პერიოდი მასპინძლების დამაჯერებელი უპირატესობით - 30:14 დასრულდა, ხოლო მეორეში ზღვისპირელებმა კიდევ უფრო გაზარდეს ლიდერობა და დიდი შესვენებისთვის ფაქტობრივად ყველაფერი გაარკვიეს.

მეორე ნახევარში სოხუმელებმა ჩამორჩენის მხოლოდ შემცირება მოახერხეს და საბოლოოდ
შეხვედრა ბათუმელთა 18-ქულიანი გამარჯვებით - 105:87 დასრულდა.

მასპინძლებს 23 ქულითა და 10 მოხსნით ლევან რევაზაშვილმა ულიდერა. 18 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ხოლო ილია შემოსიუკმა გამარჯვებულებს 17 ქულა მიაშველა.

"სოხუმში" 24 ქულით, 10 მოხსნითა და 7 პასით საუკეთესო იყო ოთო ბულიავა, დავით ბარბაქაძის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.

"ბათუმმა" ამ გამარჯვებით "ოლიმპს" და "მგზავრებს" ქულით გაუსწრო, თუმცა მათზე 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0