საქართველოს სუპერლიგის ფინალურ სერიას ევროლიგის ტოპ-მსაჯი მოემსახურება

AutoSharing Option
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგის ფინალური სერიის მატჩების სამსაჯოდ საქართველოში ფიბას მაღლკვალიფიციური არბიტრი ჩამოვა. "დინამოსა" და "ქუთაისის" ფინალური სერიის მატჩებს ფიბას ლიცენზიის მქონე ქართველ არბიტრებთან ერთად ხორვატი ფიბას მსაჯი - ტომისლავ ჰორდოვი მოემსახურება.

ჰორდოვი ევროპაში დიდად ცნობილი მსაჯია. იგი 37 წლისაა, ფიბას ლიცენზიას ფლობს 2010 წლიდან, ხოლო 2014 წლიდან მსაჯობს ევროლიგის თამაშებს. მხოლოდ მიმდინარე სეზონში იგი ევროლიგის 30 მატჩს მოემსახურა.

ევროლიგაში ჰორდოვმა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) "ბარსელონას" მონაწილეობით გამართული მატჩები იმსაჯა. შემდეგ მოდიან ყაზანის "უნიკსი" (4) და "ბროზე ბამბერგი" (4). ბოლო
შეხვედრა, რომელსაც ტომისლავ ჰორდოვი მოემსახურა, 6 აპრილს გამართული ევროლიგის მატჩი იყო, რომელშიც "ფენერბაჰჩემ"დაძაბულ ბრძოლაში - 68:65 სძლია"ბარსელონას".

ჰორდოვი აგრეთვე რეგულარულად მსაჯობს ადრიატიკის ლიგის და ვი-თი-ბი ლიგის მატჩებს. წლეულს იგი მოემსახურა ადრიატიკის ლიგის პირველ ფინალურ მატჩს.

ტომისლავ ჰორდოვი საქართველოში კვირას ჩამოვა და ორშაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "დინამოსა" და "ქუთაისს" შორის დანიშნულ სუპერლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩს მოემსახურება. სერიის მომდევნო მატჩებში ქართველი არბიტრები ერთმანეთს შეენაცვლებიან, ხოლო ჰორდოვი სერიის ყველა შეხვედრაში მთავარი მსაჯის ამპლუაში იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ანუ ამით რას ამტკიცებენ რომ ჩვენ მსაჯებს აგარ ენდობიან? და რა მაინტერესებს იცით? ერთნაირ ხელფალ ადზლევენ კველას თუ უცხოელი ძვირი გირს?
givi
19:39 20-05-2017
0
კარგი ნოვაცია.მივესალმები!
გოგი ქუთაისელი
16:48 19-05-2017
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0