ჰორდოვი ევროპაში დიდად ცნობილი მსაჯია. იგი 37 წლისაა, ფიბას ლიცენზიას ფლობს 2010 წლიდან, ხოლო 2014 წლიდან მსაჯობს ევროლიგის თამაშებს. მხოლოდ მიმდინარე სეზონში იგი ევროლიგის 30 მატჩს მოემსახურა.
ევროლიგაში ჰორდოვმა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) "ბარსელონას" მონაწილეობით გამართული მატჩები იმსაჯა. შემდეგ მოდიან ყაზანის "უნიკსი" (4) და "ბროზე ბამბერგი" (4). ბოლო
ჰორდოვი აგრეთვე რეგულარულად მსაჯობს ადრიატიკის ლიგის და ვი-თი-ბი ლიგის მატჩებს. წლეულს იგი მოემსახურა ადრიატიკის ლიგის პირველ ფინალურ მატჩს.
ტომისლავ ჰორდოვი საქართველოში კვირას ჩამოვა და ორშაბათს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "დინამოსა" და "ქუთაისს" შორის დანიშნულ სუპერლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩს მოემსახურება. სერიის მომდევნო მატჩებში ქართველი არბიტრები ერთმანეთს შეენაცვლებიან, ხოლო ჰორდოვი სერიის ყველა შეხვედრაში მთავარი მსაჯის ამპლუაში იქნება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით