დინამო-ქუთაისი 81:74 - ევროპული კალათბურთი ნაკრების მწვრთნელის თვალწინ

AutoSharing Option
- ქართული საკალათბურთო სტილი უფრო ამერიკულთანაა მიახლოებული, თუმცა პირდაპირ მსგავსებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. როგორც ამერიკაში, საქართველოშიც შეტევას დაცვაზე მეტი ყურადღება ეთმობა, მოედანზე მყოფთაგან, ყველა მზადაა ჩასაგდებად. სწრაფი კალათბურთია...
თუმცა ყველა გუნდი ინდივიდუალურია, მაგალითად, "დინამო" მშვენიერი სიმბიოზია ქართული და ევროპული კალათბურთისა,
- საქართველოში ჩამოსვლიდან ორიოდე კვირაში გვითხრა "სოხუმის" უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი ჩერნიმ, რომელსაც უკრაინის ნაკრების თავკაცად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. განაგრძო:

- ასეთი თამაში საქართველოში წარმატებისთვის შესაძლოა, საკმარისია, თუმცა ევროპაში ან თუნდაც სუპერლიგის ფინალში შედეგის მისაღწევად საკმარისი არ იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს
ქართველმა მწვრთნელებმაც მშვენივრად იციან და ყველაფერს ისე დაალაგებენ, შეცვლიან, როგორც საჭიროება მოითხოვს. დაცვასაც დიდ ყურადღებას დაუთმობენ, ევროპულ კალათბურთს ითამაშებენ.

ასეც მოხდა, პირველივე სუპერფინალში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაცვაზე ალაპარაკდა. "დინამოს" დამრიგებელმა ირაკლი ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა შეტევაში სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა:

- აქამდე პერიმეტრიდან ასე ცუდად არ გვისვრია, თუმცა გვქონდა მითითება, რომელსაც ბოლომდე უნდა მივყოლოდით. შეიძლება შეტევაში თამაში ვერ დაგველაგებინა, მაგრამ დაცვაში უნდა გვეკეთებინა ის, რაზეც მთელი სეზონის განმავლობაში ვმუშაობდით. გამოგვივიდა და შედეგიც მივიღეთ.

სტატისტიკა არ ტყუის. რატომ ჰქონდა "დინამოს" სამქულიანებში 23.8 პროცენტი? რატომ გაუჭირდა შეტევაში? მიზეზი "ქუთაისის" დაცვაა. იმერელთა მწვრთნელი კოტე ტუღუში:

- თამაშის წინ გვქონდა გეგმა, კარგადაც მოვემზადეთ, მაგრამ ფინალი ისეთი რამაა, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც წინასწარ გეგმავ. თანაბარ თამაშში 19 საჯარიმო ტყორცნას რომ გააცუდებ, გამარჯვებას არ იმსახურებ...

"ქუთაისმა" 35 საჯარიმო სტყორცნა და მხოლოდ 16 გამოიყენა. 10-ით ნაკლები მცდელობიდან 20 კალათში მოათავსა "დინამომ".

გადამწყვეტი. მესამე პერიოდის დასაწყისში ქუთათურებმა ზედიზედ რამდენჯერმე დაკარგეს ბურთი, რის შემდეგაც სწრაფი შეტევებით დინამოელებმა სხვაობა 10 ქულამდე გაზარდეს. როგორც აქამდე დაგვიწერია, ხოშტარიას გუნდი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც სერიოზული ჩავარდნები არ მოსდის. მართალია, "ქუთაისმა" 10-ქულიანი სხვაობა მალევე შეამცირა, მაგრამ საფინალო სირენამ ისე "დაიყვირა", იმერულმა გუნდმა გადასწრება ვეღარ მოახერხა.

თამამად შეიძლება ითქვას: მატჩის გადამწყვეტი ტყორცნა ტრავმამოშუშებულმა დინამოელმა დეონტა ვონმა შეასრულა - სირენამდე 4 წუთით ადრე სამქულიანით სხვაობა 6 ქულამდე გაზარდა (70:64). ასეთ თანაბარ თამაშში ეს უკვე სერიოზული ფორა იყო... დარჩენილ დროში უკვე ლევან ფაცაციამ არ მისცა სტუმრებს თამაშის შემოტრიალების უფლება.

არადა, გიორგი ცინცაძემ ბოლო წამებზე რა სამქულიანები ჩაყარა! სხვაობა ორჯერ შეამცირა სამ ქულამდე, მაგრამ 81:74 "დინამოს" სასარგებლოდ.

გამორჩეული. ვინც ჩვენს გაზეთს რეგულარულად კითხულობს, გაახსენდება ფრაზა, რომელიც არაერთხელ გვიხმარია: "დინამოდან" ერთი კალათბურთელის გამორჩევაც რთულია"...

ასე იყო რეგულარულ ეტაპსა და ნახევარფინალში, ხოლო ფინალში, სადაც გუნდებმა ერთმანეთს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს, ჰაერი მხოლოდ მაღალი კლასის კალათბურთელებს ჰყოფნიდათ.

ლევან ფაცაცია 2013 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში იყო, ხოლო ორი წლის წინათ "ნიჟნი ნოვგოროდის" მაისურით "რეალისა" და ცსკა-ს წინააღმდეგ თამაშობდა.

ასეთი გამოცდილება უკვალოდ არ ქრება - პირველ ფინალში "დინამოს" ლიდერად მოგვევლინა, თამაშის ტემპსაც აკონტროლებდა, გადამწყვეტ მომენტებში შედეგიანადაც უტევდა და დაცვაშიც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. პლუს-მინუსებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ მას ჰქონდა +13. აი, სტატისტიკაც: 35 წუთი, 23 ქულა (6-დან 5 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი, 10-დან 7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 3 შეცდომა, 4 ფოლი, 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

"ქუთაისისა" და ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 17 ქულას 9 პასი და 7 მოხსნა მიამატა, ამასთან, 5 ჩაჭრა და 4 შეცდომა ჰქონდა...

22 მაისი, თბილისი
დინამო-ქუთაისი 81:74
23:23, 16:14, 22:19, 20:18
დინამო: ვონი (9ქ), ლონდარიძე (16ქ, 5მ), მაჩალაძე, ფაცაცია (23ქ, 6მ, 4პ), ჭოჭუა (6მ, 3პ), მარავიჩი (14ქ), გ. რევაზაშვილი (2ქ), ბერიშვილი (12ქ, 9მ), გოგოძე (5ქ), გრძელიძე, ღურწკაია.
ქუთაისი: ბოისა (4ქ), ცეკვავა (9ქ, 4პ), ფაშაევი, ბაბუნაშვილი, ქადარია (3ქ), ცინცაძე (17ქ, 9პ, 7მ, 5ჩ), გ. ბარბაქაძე (8ქ), ლომოური (6ქ), ტუბაკი (11ქ, 8მ), ბექაური (16ქ, 6მ).
მსაჯები: ტ. ჰორდოვი, მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი.
სერიას იგებს "დინამო" - 1:0

ზუროსის თვალით
ამას წინათ შემოგთავაზეთ ინტერვიუ ნაკრების თავკაც ილიას ზუროსთან. გვითხრა: ექიმები ოპერაციის შემდეგ თვითმფრინავში დაჯდომის უფლებას არ მაძლევენო. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს, მედიკოსებისგან ნებართვა აიღო და გუშინ გამთენიისას თბილისში ჩამოფრინდა.

სუპერლიგის ფინალურ მატჩს იგი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან, მილოშ გლიგორიევიჩთან და ტიხომირ ბუიანთან ერთად ადევნებდა თვალს. მათ გვერდში იყვნენ ვიქტორ სანიკიძე და დუდა სანაძე.

ილიას ზუროსი თბილისში 25 მაისამდე დარჩება. იგი დღეს 18:30-ზე დაგეგმილ სერიის მეორე მატჩსაც დაესწრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0