სუპერლიგა. VI ტური: "ქუთაისმა" "მგზავრებს" თბილისში" მოუგო

AutoSharing Option
ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს "მგზავრები“ და "ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. ამ გუნდებს ცხრილში თანაბარი ქულები ჰქონდათ, თუმცა ქუთაისელებს - ერთით ნაკლები მატჩიდან. შესაბამისად, გამარჯვება ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ.

შეხვედრა ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა მეორე პერიოდში „მგზავრებმა“ რამდენჯერმე მოახერხეს მცირედით დაწინაურება. სტუმართა გუნდმა მეორე პერიოდის მეორე ნახევარში მატჩის სადავეები ხელთ იპყრო და თამაშის ბოლომდე აღარ დაუთმია.

სტუმრებმა შეხვედრა გამარჯვებამდე იოლად მიიყვანეს. "ქუთაისმა“ საბოლოოდ 85:74 მოიგო, რაშიც 22 ქულით ლომის წილი გიორგი ბარბაქაძემ დაიდო. 18 ქულა მიითვალა ჯონათან ლიმ, ხოლო აკაკი
დვალიშვილი იყო ერთადერთი, რომელმაც ამ მატჩში ორმაგი დუბლი მიითვალა - 14 ქულა, 11 მოხსნა. „მგზავრებს“ 19 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რატი ნუცუბიძისა და ბერნარ ნკალის ანგარიშზე კი 10-10 ქულა დაგროვდა.

მორიგ შეხვედრაში ერთმანეთს "სოხუმი“ და "რუსთავი“ დაუპირისპირდებიან.

მატჩისშემდგომი კომენტარები

კოტე ტუღუში, (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): დღეს ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს ვიდრე მგზავრებს. სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, იმედი მაქვს უფრო მოუმატებენ თამაშს.

ბუბა ბერიშვილი, (მგზავრების მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში მინდა ღირსეული გამარჯვება მივულოცო მოწინააღმდეგეს. ძალიან ბევრი შეცდომები გვაქვს და იმედი მაქვს გამოვასწორებთ. ფაქტიურად 3 თამაში გვიწევს კვირაში და ბიჭებისთვის ცოტათი რთულია. დღევანდელ თამაშში გვქონდა კარგი მომენტები, თუმცა ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. ვეცდებით უფრო მეტად მოვემზადოთ ინდივიდუალურად და უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0