მოთამაშე, რომლის საყვარელი სპორტსმენი არის რეი ალენი, ბავშვობასთან, ბავშვებთან მეგობრობს და უყვარს ახალი წლის დღეები, როდესაც თემატურად უყურებს გენიალურ ფილმს "მარტო სახლში". არ ვიცი, იმ დროს არის თუ არა გურიც მარტო სახლში, მაგრამ ფილმი ახალი წლის დღეებს მართლაც უხდება.
გურამ კენჭიაშვილი: "მიყვარს ზაფხული და მეგობრებთან ერთად ყოფნა. აქ, წელიწადის დროს მნიშვნელობა არ აქვს. და ძალიან არ მიყვარს უპატივცემულობა. ამას
კალათბურთელი, რომელიც შარშან ლიმიტირებულ დროში მოკრძალებულ სტატისტიკას (2.8 ქულა, 1.3 მოხსნა) იღებდა, ბევრს მუშაობს. საკუთარ თავზე. რომ როგორც კი საჭირო გახდება, გუნდს მაქსიმალურად დაეხმაროს.
გ.კ: "იდეალი სპორტში არ მყავს. ჩემთვის ჩემი მშობლების აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი და კი, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩემი იდეალი ჩემი მშობლებია."
თვლის, რომ არავინ არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით და ყოველთვის ახალ მოტივაციას უნდა ეძებდეს. საყვარელი ფერები - შავი, თეთრი.
გ.კ: "რა მენატრება? ...ალბათ, ბავშვობა."
საყვარელი მსახიობი - ჯიმ ქერი. ბევრს მოგვწონს. და გური თვლის, რომ სუპერლიგა წელს განსაკუთრებით საინტერესო იქნება.
გ.კ:"საკმაოდ კარგი მზარეული ვარ. კარგად მძინავს და ვცდილობ, ორგანიზმი დასვენებული იყოს. ყველაზე კარგად მეგობრებთან, ოჯახთან ერთად ვისვენებ."
გური თვლის, რომ კალათბურთი არასაკმარისად სწრაფად ვითარდება. აქ, საქართველოში. და აგროვებდა (პატარაობაში) ძველ მონეტებს.
გ.კ:"საქართველოში თავს მშვიდად, თავისუფლად ვგრძნობ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ფული საჭიროა. ფული შენს კეთილდღეობას უკავშირდება და ბევრ ნიუანსში ფულზე ხარ დამოკიდებული. უბრალოდ, ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა იყო."
არ ჰყავს საყვარელი ჯგუფი და უყვარს კალათბურთი. წარმატებას მონდომებულ ფორვარდს.
"დელტა" სუპერლიგაში საინტერესო მოთამაშეებით შევიდა.
ავტორი: ზურა თალაკვაძე