სუპერლიგა: “კაკტუსმა” “მგზავრები” იოლად დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგ მატჩში ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი გუნდები – “კაკტუსი” და “მგზავრები” შეხვდნენ. ორივე მათგანს დღემდე 2-2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული და წარმატების შემთხვევაში ცხრილში პირად უპირატესობას მოიპოვებდა. ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ახალ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი – “კაკტუსში” ჯონ მიტჩელს, ხოლო “მგზავრებში” – ადრიან ბოუის.

ორივე მათგანმა რიგიანად ითამაშა, თუმცა საბოლოოდ მატჩი ვერ გამოდგა დაძაბული. თანაბარი პირველი პერიოდის შემდეგ არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა კაკტუსელებმა ყველა სათამაშო რგოლში მიაღწიეს დომინირებას და მეორე მეოთხედის 23:8 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ბუბა ბერიშვილის
გაწვრთნილ “მგზავრებს” თუ მოგების ამბიცია და ძალა ჰქონდა, მესამე პერიოდში უნდა ეღონა რამე, თუმცა ეს ვერ შეძლო. “კაკტუსის” მოთამაშეები აგრძელებდნენ წარმატებულ თამაშს და მესამე პერიოდის მოგებითა და 18 ქულით დაწინაურების შემდეგ, შეხვედრის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს.

მატჩი საბოლოოდ კაკტუსელთა გამარჯვებით – 95:73 დასრულდა, რაშიც 27 ქულით სოლიდური წილი დაიდო დავით ლომიძემ, რომელმაც ჯამში 7 სამქულიანი ჩააგდო. 21 ქულა მოაგროვა დეანდრე პარკსმა, ვეტერანმა ანატოლი ბოისამ კი თავი 12 ქულას მოუყარა. “მგზავრებში” 24 ქულით საუკეთესო იყო კახა ჯინჭარაძე, დებიუტანტმა ადრიან ბოუიმ კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 5 დეკემბერს თბილისსა (ოლიმპი-რუსთავი) და ქუთაისში (ქუთაისი-მარნეული) გაიმართება.

აჩიკო ჟღენტი, “კაკტუსის” მთავარი მწვრთნელი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გასული თამაშები ცუდად ჩავატარეთ. ახალი ლეგიონერიც დავიმატეთ და ძველი გუნდიდან დავითხოვეთ. კარგი დაცვის ხარჯზე მოვახერხეთ დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება, ხოლო შემდეგ უკვე თავდასხმაშიც წაგვივიდა თამაში და საერთო ჯამში ჩემი გუნდით კმაყოფილი ვარ.

ბუბა ბერიშვილი, “მგზავრების” მთავარი მწვრთნელი: პირველ რიგში ვულოცავ კაკტუსს ღირსეულ გამარჯვებას. ჩვენს თამაშს რაც შეეხება, ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა დაცვაში. ჩვენ სპეციალურად ვემზადებოდით მთელი სუპერლიგის პაუზის განმავლობაში კონკრეტულად ამ თამაშისთვის. დაცვაში ხარვეზებს ბევრი აცილებული ბურთიც დაემატა, ხოლო „კაკტუსი“ ნამდვილად არაა ის გუნდი, რომელიც მსგავს შეცდომებს გაპატიებს. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები, რაც დღეს გვქონდა.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0