ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. “მგზავრები” მესამე პერიოდში 15 ქულით – 60:45 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გუნდს თამაში მისდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერების გარჯა, რომელთა შედეგიანობითაც აუტსაიდერ გუნდს სამი პერიოდი სერიოზული პრობლემები არ შექმნია.
ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა, რაც “ცხუმ-აფხაზეთის” ახალგაზრდა მოთამაშეების – ალექსანდრე ფევაძისა და
თამაში გადასარჩენი “მგზავრებს” გაუხდა და ჯეიდონ კოჰის, ტროი სტიუარტისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ძირითადი დროის ამოწურვამდე ბერიშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზეც – 83:83. დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 23 მოხსნით სეზონის რეკორდი დაამყარა, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.
19 ქულით, 23 მოხსნითა და 3 პასით ფევაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 22 ქულა დააგროვა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 13 – გრინმა. “მგზავრებში” 24 ქულა ჰქონდა სტიუარტს, 23 – კოჰს, ახალწვეულმა ჯეიდენ ფრედერიკმა კი 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩები 26 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: თსუ-"დინამო", "ოლიმპი"-"მგზავრები".
GBF.GE