მაყურებელმა ბრძოლა მხოლოდ შდასაწყისში იხილა. მართალია, საწყისი პერიოდი მასპინძლებმა მოიგეს, თუმცა თამაშის 10 წუთის შემდეგ ანგარიშში დიდი სხვაობა არ ყოფილა. იმერულმა კლუბმა “მარნეულს” პერიოდი 22:18 მოუგო, რის შემდეგაც სრულ უპირატეობას დაეუფლა. მასპინძლებმა მეორე მეოთხედი 29:16 ოიგეს, მესამეში კი მეტოქეს 23:6 სძლიეს და შეხვედრის ბედი გაარკვიეს.
ბოლო მეოთხედმა აზრი დაკარგა – “ქუთაისი” 34 ქულით იგებდა და
ქუთაისელებს “დელტასთან” 11 ქულითა და 11 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 13 ქულა დაგროვდა დეჟუან რაითის ანგარიშზე, ხოლო ბექა წივწივაძემ და ჯონათან ლიმ 9-9 ქულა და 6-6 პასი დააგროვეს. მარნეულის გუნდში 15 ქულთ ბომბარდირი ნიკოლას ნილი გახდა, ხოლო ზვიად ანთაძემ პირად ანგარიშზე 13 ქულა დააგროვა.
სუპერლიგის შემდეგი მატჩი 8 დეკემბერს, ბათუმში გაიმართება, სადაც სათამაშოდ “ქუთაისი” ჩავა.
GBF.GE