სუპერლიგა: მარნეულის "დელტამ" "სოხუმი" ბოლო წუთზე დაამარცხა

AutoSharing Option
სუპერლიგის მორიგ ტურს ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. დაგეგმილი სამი მატჩიდან პირველი დასრულდა - მაყურებელმა მარნეულის "დელტასა" და "სოხუმის" დაძაბული ბრძოლა იხილა, რომლის ბედიც ბოლო წამებზე, ქვემოქართლური გუნდის სასარგებლოდ დასრულდა.

ორივე გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. "მარნეულსაც" და "დელტასაც" მიმდინარე სუპერლიგაში თითო გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული და ორივეს ჰქონდა შანსი, აქტივში მეორე მოგება ჩაეწერათ.

მატჩი თანაბრად დაიწყო, მაგრამ შემდეგ სოხუმელთა უპირატესობა გამოიკვეთა. მართალია, მიხეილ კობეშავიძის გუნდი ვერ ახერხებდა ხელჩასაჭიდი უპირატესობის მოპოვებას, თუმცა ანგარიშში გამუდმებით წინ იყო.

პირველი პერიოდი "სოხუმმა" 5 ქულით -
21:16 მოიგო და ამ სხვაობით ლიდერობდა დიდ შესვენებაზეც. მესამე მეოთხედის 26:23 მოგების შემდეგ სოხუმელები 8 ქულით - 63:55 დაწინაურდნენ და მოსაგებად სოლიდური განაცხადი გააკეთეს. დასკვნითი ათწუთეული ქვემოქართლელებმა სრული მობილიზებით ჩაატარეს - ჯერ ჩამორჩენა გააბათილეს, ხოლო ბოლო წუთზე, ზვიად ანთაძის სწრაფი გარღვევის შემდეგ 2 ქულით დაწინაურდნენ. გადამწყვეტ შეტევაში სოხუმელებმა ბურთი დაკარგეს, თუმცა თამაშის გადარჩენის შანსი მაინც შერჩათ - კვან უოლერმა გამათანაბრებელი სამქულიანი ააცილა და შეხვედრა მარნეულელთა სასარგებლოდ - 71:68 დასრულდა.

გამარჯვებულებს 16 ქულითა და 7 მოხსნით ზვიად ანთაძემ ულიდერა. 16 ქულა დააგროვა დეანდრე რეიმ, ხოლო ნიკ ნილის ანგარიშზე კი 3 ქულა და 5 პასი დაგროვდა. სოხუმელებს კვან უოლერმა ულიდერა - 21 ქულა, 13 მოხსნა, 6 პასი. 17 ქულა იყო მაიზერ რევაზაშვილის ანგარიშზე.

შემდეგ მატჩში ერთმანეთს "დინამო" და "რუსთავი" დაუპირისპირდებიან.

თემურ კანკია, მარნეულის "დელტას" მთავარი მწვრთნელი: "ერთი ტრავმირებული მოთამაშე უკვე დაგვიბრუნდა, გუნდს შეემატა ახალი ამერიკელი წევრიც ცენტრის პოზიციაზე. თანდათან ფორმაში შევდივართ და შედეგიც სახეზეა. იმედია, დანარჩენი ტრავმირებული მოთამაშეებიც მალე დაგვიბრუნდებიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0