სუპერლიგა: "ბათუმმა" მარნეულის "დელტა" იოლად დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში "ბათუმმა" მარნეულის "დელტა" - 75:60 დაამარცხა.

ორივე გუნდისთვის მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებს მოგება ლიდერებთან მისაახლოებლად უნდოდათ, ხოლო მარნეულელები გამარჯვების შემთხვევაში ბოლოადგილოსან “სოხუმთან” სხვაობას 3 ქულამდე გაზრდიდნენ.

ბათუმელებმა თავიდანვე დაანახეს სტუმრებს, რომ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდათ. სერბი სპეციალისტის, ვლადიმერ ბოსნიაკის გაწვრთნილმა აჭარელებმა პირველი პერიოდი 24:11 მოუგეს ქვემოქართლელებს, თუმცა, არც შემდეგ შეჩერდნენ და დიდ შესვენებამდე უპირატესობა 22 ქულამდე გაზარდეს – 46:24.

თუკი სტუმრებს ამ თამაშის მოგების მცირედი ამბიცია ჰქონდათ, მესამე პერიოდში უნდა შეეცვალათ
რამე, თუმცა აღნიშნული ათწუთეული ფრედ – 18:18 დასრულდა და ბათუმელთა გამარჯვების ამბავიც, ფაქტობრივად, აქ გაცხადდა. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა ყურადღება მოადუნეს, რაც 22-ქულიანი ლიდერობის 15-მდე შემცირებად დაუჯდათ. “ბათუმმა” მორიგი, მე-8 გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ქულით უკან მყოფ “რუსთავსა” და “ოლიმპს” ზღვისპირელებზე ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

ბათუმელებს ულიდერა უკრაინელმა ლეონიდ სტეპანიშინმა, რომელმა 27 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა. ივანე მაისურაძემ და ვახტანგ ქადარიამ 10-10 ქულა დააგროვეს. მარნეულელთაგან 16 ქულით ნიკ ნილი გამოირჩა. გიორგი ვახანიამ 10 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ხოლო საბა ლობჯანიძის ანგარიშზე 9 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0