შეხვედრის პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა. მეორე ათწუთეულიც თანაბრად წარიმართა და დიდი შესვენებისთვის კაკტუსელები მხოლოდ 1 ქულით იგებდნენ. მესამე მეოთხედი გამოდგა გარდამტეხი, რომელშიც დეანდრე პარკსისა და დავით ლომიძის შედეგიანობით “კაკტუსმა” 22:14 მოიგო და
ბოლო პერიოდში არჩილ ჟღენტის გაწვრთნილი გუნდის ლიდერობამ 15 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა. ბუბა ბერიშვილი წაგებას არ ეგუებოდა და წუთშესვენებებზე “მგზავრების” მოთამაშეების მომართვას ცდილობდა, თუმცა მატჩის შემობრუნება არ გამოუვიდა და შეხვედრაც კაკტუსელთა 8-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
პარკსის ანგარიშზე 26 ქულა დაგროვდა, დავით დოლიძემ კი 6 სამიანი და ჯამში 22 ქულა ჩააგდო. “მგზავრებს” 33 ქულით ადრიან ბოუიმ ულიდერა, ხოლო მეორე ამერიკელმა ლეგიონერმა – ტეილორ სტეფორდმა შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.
სუპერლიგა 7 თებერვალს განახლდება. მანამდე კი ქუთაისში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის მემორიალი, ასევე სუპერლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩი გაიმართბა.
არჩილ ჟღენტი – „კაკტუსის“ მთავარი მწვრთნელი:
„პირველ რიგში, ჩემს ბიჭებს ვულოცავ გამარჯვებას. „მგზავრები“ საკმაოდ კარგი გუნდია. დაცვაში თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მოგება მოგებაა. კარგია, რომ მეორე წრე გამარჯვებით დავამთავრეთ. ახლა მეოთხე ადგილზე ვართ და შევეცდებით გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი.“
ნიკა ცინცაძე – „მგზავრების“ მწვრთნელი:
„დღევანდელი თამაში ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ. 14 ჯარიმა ავაცილეთ – წავაგეთ 13 ქულით. ჯარიმების ნახევარი მაინც რომ ჩაგვეგდო, თანაბარი თამაში შედგებოდა. ასე რომ, ყველაფერი ჩვენი შეცდომების ბრალია.“
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით